ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

ივნისის თვის საარსებო მინიმუმი დადგინდა

 

“საქსტატის” მონაცემებით, საარსებო მინიმუმი 2016 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით 3,5 ლარით შემცირდა და 157,1 ლარი შეადგინა.

ერთი წლის განმავლობაში კი ეს მაჩვენებელი 4,3 ლარით შემცირდა.

სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის ივნისში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმა 139,1 ლარი შეადგინა, საშუალო ოჯახისამ – 263,5 ლარი.

ერთსულიანი ოჯახის საარსებო მინიმუმი, სტატისტიკური მონაცემებით, 139,1 ლარით განისაზღრა, ექვსსულიანის და მეტის კი 370,1 ლარით.

 

იტვირთბა....