ერევანში სპეცრაზმელებმა ორი მძევალი გაათავისუფლეს,- ინფორმაციას სომხეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას თავად თავდამსხმელები უარყოფენ.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული ჯგუფი ერევნის გარეუბანში მდებარე პოლიციის განყოფილებაში დღეს დილით შეიჭრა და იქ მყოფი სამართალდამცველები დაატყვევა.
შეიარაღებული ჯგუფის წევრები ერთი თვის წინ იარაღის უკანონო შეძენა-ტარების მუხლით დაკავებული ოპოზიციონერი აქტივისტის, ჟირაირ სეფილიანის, გათავისუფლებას ითხოვენ. ასევე მოითხოვენ პრეზიდენტის გადადგომასა და დროებითი მთავრობის ფორმირებას.

