ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

უშიშროების საბჭოს სხდომას ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები დაესწრებიან

უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას დაესწრება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,- ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი და საგარეო საქმეთა მინისტრი ბათუმში იმყოფებიან. დღევანდელი სხდომის წევრები პრეზიდენტის სასახლეში რამდენიმე წუთში დაიწყებენ მისვლას. სხდომა 3 საათზეა დანიშნული.

იტვირთბა....