საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციაში, ცოტა ხანში, 03:00 საათზე დაიწყება. სხდომა თუქეთში მიმდინარე სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებით დაინიშნა.
ამავდროულად, საბერძნეთში საბერძნეთის არმია თურქეთში მიმდინარე მოვლენების გამო სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი, -ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროში საკუთარ წყროზე დაყრდნობით წერს.