საზოგადოება

ეს ყველამ უნდა იცოდეს: როგორ ავირიდოთ თავიდან საფრთხეები ზღვაზე დახრჩობისაგან

ზღვის ნაპირთან ახლოს მოცურავეთა დახრჩობის ფაქტები ზაფხულის სეზონის პერიოდში ყოველთვის მატულობს. იმის მიუხედავად, რომ მსხვერპლი შესაძლოა კარგი მოცურავე იყოს, უბედური შემთხვევების დროს მოცურავე დამნაშავე არ არის. „ვინიუსი“ ამ თემაზე ვრცელ სტატიას აქვეყებს და განმარტავს, რომ სინამდვილეში ყველაფრის მიზეზი ზღვის მიქცევაა, უფრო ზუსტად კი ზღვის ქვედა დინება, რომელიც მოცურავე ადამიანს შიგნით ითრევს.

სტატიაში ახნილია რა არის ზღვის მიქცევა და რა საფრთხეებს შეიძლება შეიცავდეს ის. ასევე, როგორ უნდა ავირიდოთ თავიდან მიქცევასთან დაკავშირებული საფრთხეები.

ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ამ დინების გამო უბრალო ადამიანები კი არა, გამოცდილიმოცურავეებიც კი იხრჩობიან. ცდილობ დინებას შეეწინააღმდეგო, მაგრამ არაფერი გამოგდის. რამდენიმე წამში კი პანიკა გეწყება…

ყველაზე საშიში ასეთი დინება მცირეწყლიან ზღვებშია. მიქცევის დროს წყლის მასა ვერ ბრუნდება ღია ზღვაში, რადგან მას ხელს ქვიშის მასა ხელს უშლის. წყლის წნევა ამ დროს იმატებს და საბოლოოდ, დიდი სისწრაფით და ძალით აწვება ქვიშას და ბრუნდება ღია ზღვაში. ეს მოვლენა ზღვაში მდინარის მსგავს დინებას აჩენს.

ასეთი ე.წ. კორიდორი შეიძლება პლაჟის ნებისმიერ მონაკვეთში, მოქცევის დროს შეიქმნას. ტალღები ერთი მეორეს მიყოლებით მოდიან და სულ უფრო და უფრო მეტი წყალი შემოაქვთ ნაპირთან, შემდეგ კი სხვადასხვა სისწრაფით ბრუნდებიან უკან, შუა ზღვაში, ამით კი საწინააღმდეგო დინებას ქმნიან.

შესაძლოა წარმოიქმნას მიქცევის დინება, რომლის სიგანე 50 მეტრი, ხოლო სიგრძე 200-400 მეტრია, სიჩქარე კი 15 კმ/ს. მართალია ასეთი მოვლენა იშვიათია, მაგრამ თუ ის წარმოიქმნა და მასში ადამიანი მოყვა, მაშინ მის სიცოცხლეს უდიდესი საფრთხე დაემუქრება.

როგორ განვსაზღვროთ ეს დინება, რომ მისი მსხვერპლი არ აღმოვჩნდეთ? ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ნიშნებს:

  1. მღელვარე წყლის მასა ნაპირის პერპენდიკულარულია;
  2. დინების ფერი განსხვავებულია (მაგალითად წყალი ლურჯია ყველგან, თუმცა ერთ კონკრეტულ ადგილას თეთრი ფერის არის);
  3. ქაფის ან წყალმცენარეების გროვა სწრაფად მიედინება ნაპირიდან ღია ზღვაში;
  4. ტალღების მოდინებებს შორის დიდი სხვაობაა (მაგალითად: რამდენიმე ტალღა ერთად მოედინება, შემდეგ კი 5-10 მეტრიანი წყვეტაა და ისევ ტალღები მოედინებიან).

თუ აქ აღწერილი მოვლენებიდან რომელიმეს ხედავთ, არ იცურაოთ იმ ტერიტორიაზე. რა უნდა ქნათ, თუ ჩამოთვლილი ნიშნებიდან ვერც ერთს ვერ ხედავთ? თქვენ არ გაგიმართლათ, რადგან მიქცევის ეს საშიში დინება შემთხვევების 80 %-ში თავს არ ავლენს.

რა უნდა გავაკეთოთ მიქცევის დინების წარმოქმნის დროს?

  1. არ აჰყვეთ პანიკას!

პანიკაში ჩვენ თვითგადარჩენის ინსტინქტით ვხელმძღვანელობთ და საღი გონებით ვერ ვაზროვნებთ. თუ იცით, როგორ მოიქცეთ მიქცევის დინების დროს, აუცილებლად გადარჩებით.

  1. დაზოგეთ ძალები!

არ შეებრძოლოთ დინებას და ნაპირისკენ ცურვა შეწყვიტეთ. ცურვა ნაპირისკენ კი არა, მის პარალელურად უნდა გააგრძელოთ. თუ დინების სიგანე ვიწროა, იქიდან მალე გამოცურავთ.

  1. რა ვიღონოთ, თუ დინება ფართოა?

თუ ატყობთ, რომ დინებას თავს იმ შემთხვევაშიც კი ვერ აღწევთ, თუ ნაპირის პარალელურად ცურავთ, მაშინ ეცადეთ მოდუნდეთ. გახსოვდეთ, რომ პანიკა – სასიკვდილო მტერია!საქმე იმაშია, რომ საწინააღმდეგო დინება ხანგრძლივი არ არის და მაქსიმუმ 5 წუთში ის შეწყდება. თქვენი ამოცანაა ამ 5 წუთის განმავლობაში მშვიდად იყოთ და მიჰყვეთ დინებას, შემდეგ ის უბრალოდ გაქრება. როდესაც იგრძნობთ, რომ დინება შეწყდა, 50-100 მეტრი განზე გაცურეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გაცურეთ ნაპირისკენ. თუ ამ ყველაფერს სწრაფად არ გააკეთებთ, შესაძლოა, მიქცევის დინება კვლავ განახლდეს.

აუცილებელია შემდეგი დეტალების გათვალისწინება:

  1. დინება ფსკერისკენ არასდროს ჩაგითრევთ.
  2. დინება ძალიან ფართო არ არის.
  3. დინების სიგრძე განსაზღვრულია.

 

წყარო: news.vitube.ge

 

 

იტვირთბა....