თბილისის ზოგიერთ უბანს და მცხეთის რამდენიმე სოფელს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება.
კომპანია თელასის ცნობით, თბილისში, გეგმური სამუშაოების გამო, ელექტრომომარაგება შეეზღუდება დიდუბის, ისნის, სამგორის, ნაძალადევის, საბურთალოს და ვაკის რაიონებს. ენერგო პრო ჯორჯიას ინფორმაციით კი, ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10:00-დან 17:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება მცხეთის რაიონის სოფლების: მუხაწყაროს,
მსხალდიდის, ნახშირგორას და თხინვალას აბონენტებს შეუწყდება.
გთავაზობთ, თბილისში ელექტროენერგიის შეზღუდვის გრაფიკს:
დიდუბის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე დენი არ ექნება აღმაშენებლის ხეივნის მე-10 და მე-12 კილომეტრების, ბალანჩინის, ბოხუას, ბელიაშვილის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IIIა მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონში, 13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის და ცაგარელის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.