ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქცია მიმდინარეობს

 

ამ წუთებში მოსამართლეთა არჩევის პროცედურა იწყება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. დღეს 65 კანდიდატი უნდა შეირჩეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ამ წუთებში იკრიბებიან.

პარალელურად , იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან ადვოკატთა ასოციაციის აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არ დაინიშნონ ახალი ვადით ის მოსამართლეები, რომელთა წარსულ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს.

„ამ ხალხის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ სასამართლო იმ ჭაობიდან ვერ ამოვა, რაშიც იყო. დღეს გამოჩნდება იყო თუ არა ქართულ ოცნებასთან გარიგებული მოსამართლე თამაზ ურთმელიძე, როცა საშინელებებს აკეთებდა სასამართლო პროცესზე. დღეს გამოჩნდება ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია და კახა სოფრომაძე – ქართული ოცნების არჩეული სამი წევრი დაუჭერენ მხარს თუ არა ამ ოდიოზურ ფიგურებს. თუ დღეს ამ ხალხმა მხარი დაუჭირა, ამ უკანონობის უკან გამოდის, რომ დგას ქართული ოცნება.“ – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

125 კანდიდატს შორის არის საბჭოს ორი მოქმედი წევრი – თამარ ალანია და მერაბ გაბინაშვილი და ასევე “რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლე თამაზ ურთმელიძე.

იტვირთბა....