ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, არხის თანამშრომლებთან ერთად სპეციალური განცხადებით უზენაეს სასამართლოს მიმართა. მისი თქმით,“რუსთავი 2-მა“ უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარით მიმართა. კომპანია სასამართლოს მოუწოდებს მიიღოს წარმოებაში ეს საჩივარი.
„ჩვენ დღეს „რუსთავი 2-ის“ გუნდი შევიკრიბეთ იმისათვის, რომ მივმართოთ საქართველოს უზენაეს სასამართლოს. ჩვენ გუშინ ფოსტის მეშვეობით ჩავაბარეთ საკასაციო საჩივარი სრული რწმენით იმისა, რომ პირველი ინსტაციის გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო, დაუსაბუთებელი და არაფერი აქვს საერთო სამართლიან სასამართლოსთან. ორივე ინსტაციაში ჩვენი პრაქტიკულად ყველა საპროცესო უფლება იქნა დარღვეული. ამის ლოგიკური შედეგი იყო ორივე ინსტაციის სრულიად უკანონო გადაწყვტილება, რაც ეფუძნება არა მხოლოდ პროცესუალურ დარღვევებს, არამედ შინაარსობრივ უკანონობას. გადაწყვეტილება არის უპრეცედენტოდ არაკანონიერი“ – განაცხადა გვარამიამ.
ის მოუწოდებს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, ნუ გახდება დაკვეთის შემსრულებელი და გადაარჩინოს ქვეყანაში დემოკრატია.
მისი თქმით, საკასაციო ინსტანციაში “რუსთავი2-ის” მიერ შეტანილი სარჩელი დასაშვებობის 4-ვე კრიტერიუმს ემყარება.
“საქართველოს კანონმდებლობა 4 კრიტერიუმს იცნობს. 1. საკასაციო საჩივარი ავტომატურად დასაშვებია, როდესაც დავა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ეხება. ჩვენი დავა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას რომ ეხება, რამდენიმე კრიტერიუმით არის განპირობებული. პირველ რიგში, იგი ასეთად საკონსტიტუციო სასამრთლომ ერთ-ერთი გადაწყვეტილებით აღიარა. სასამართლოს გადაწყვეტილებები ეხებოდა ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას, ზღუდავდა ჩვენს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.
- საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითრებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკისთვის. პირველმა ორმა ინსტანციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც პრეცედენტი არა აქვს საქართველოში ჯერჯერობით, მათ შორის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში, აღიარა რა უკანონოდ ნასყიდობის ხელშეკრულება მხოლოდ და მხოლოდ ფასის დისპროპორციულობის საფუძველზე. ამიტომ საკასაციო ინსტანაცია ვალდებულია, ამაზე იმსჯელოს.
- სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე უზენასი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისგან და ეს კრიტერიუმიც დაკმაყოფილებულია ამ საქმეზე.
4. სააპელაციო სასამრთლოს და პირველი ინსტანციის მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რაც უპირობოდ ხდის ჩვენი საკასაციო საჩივრის დასაშვებობას,“ – განაცხადა ნიკა გვარამიამ.