ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ბრალდებები ძველია! მაშინ რატომ მაინცდამაინც ახლა“: სარიშვილი რჩეულიშვილების დაკავებას ეხმაურება

ირინა სარიშვილი რჩეულიშვილების ოჯახის წევრების დაკავებას და სახელმწიფოს მხრიდან მათ წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“რჩეულიშვილების ოჯახის მიმართ მე ობიექტური ვერ ვიქნები. ჩვენ – მე და გიას ბევრი წლის მეგობრობა გვაკავშირებს ამ ოჯახთან. ობიექტური ვერ ვიქნებითქო იმიტომ ვამბობ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა დაადგინოს სასამართლომ, მე როგორც მათი მეგობარი, მათ გვერდით ვარ!

მაგრამ…. ჩემი სუბიექტურობის მიუხედავად ობიექტურად მიჩნდება კითხვები:

  1. რჩეულიშვილები არასოდეს დამალულან ვინმესგან და ყოველთვის, როცა მათ მიმართ ბრალდებები იყო, მაიაც, ვახოც, გუკაც, რუსუდან კერვალიშვილიც არასოდეს გაურბოდნენ პასუხისმგებლობას და თავის მხრივ ითხოვდნენ ხელისუფლებებისგან ყველაფერში გარკვევას. უფრო მეტიც: თუ საჭიროება მოითხოვდა, არც დაკავებას შეუშინებია რომელიმე მათგანი.

მაშინ რატომ ამ ფორმით, ამდენი ტყუილით და მაინცდამაინც ეხლა ასეთი ქმედებები. ხელისუფალნო???

  1. გარდა იმ ადამიანებისა, რომლებიც გუშინდელი დღიდან ხარობენ ამ დაპატიმრებებით, არსებობენ ადამიანები, და მათი რაოდენობა ძალიან დიდია, ვისაც სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების შემდეგ “ცენტრპოინტი” ზარალს უნაზღაურებდა და შესაბამის პირობებს უქმნიდა.

ამ დაპატიმრებების შემდეგ რა მოუვა ამ ხალხს???

  1. ისინი, ვინც მიესალმებიან ამ დაპატიმრებებს, რისი იმედი აქვთ??? მარტო ის უხარიათ რომ კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სამი მცირეწლოვანი შვილის დედა სალომე ჩარკვიანი, რომლის განთავისუფლებასაც თვითონ რჩეულიშვილებიც ითხოვენ, რადგან სალომეს არანაირი კავშირი იმ გადაწყვეტილებებთან, რაც ბრალდების საფუძველი გახდა, კავშირი არა აქვს, აი ეს ადამიანები ციხეში იქნებიან??? ანუ რა უხარიათ ამ დაზარალებულებს: ჯერ კიდევ გაურკვეველი და დაუმისამართებელი ბრალდებებით ხალხი ციხეში იყოს თუ მათი ზარალი დაიფაროს??? ან ამ ზარალის დაფარვაზე ვის მოთხოვენ პასუხს თუ “ცენტრპოინტის” ხელმძღვანელობა ციხეშია???
  2. ეს ბრალდებები არახალია, ძველია! მაშინ რატომ მაინცდამაინც ეხლა, ამ არჩევნების წინ, ასეთი გადაწყვეტილება ქოცებო???

იმას მაინც ვერ ხვდებით რომ ამ ადამიანთა დაპატიმრებით გახარებული ხალხის რისხვა ხვალ თქვენსკენ მოიმართება როცა მათ ზარალს ვერ აუნაზღაურებთ??? ზუსტად ისე, როგორც უფასო ფულის დაპირებით გაბრიყვებული მასის!!!

  1. და ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიუხედავად არაპოლიტიკური ბრალდებებისა, არის თუ არა ამ ადამიანების დაკავების მოტივი პოლიტიკური???

რა თქმა უნდა არის!!!

სტატუსი: მაგარი ლენჩები ხართ ქოცებო”-წერს სარიშვილი!

იტვირთბა....