ლარის კურსი ევროსთან და დოლართან მიმართებით კვლავ დაეცა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, ხვალ ერთი დოლარის ღირებულება 2.3527 ლარი იქნება, რაც დღევანდელ კურსთან შედარებით 0.0114 პუნქტით გაუფასურებული მაჩვენებელია. ლარი დაეცა ევროსთანაც და ერთი ევროს ფასი 2.6063 ლარი გახდა.