ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აქცია განათლების სამინისტროსთან: სწავლის გაგრძელების უფლება 4000-მდე სტუდენტს გაუუქმდა

განათლების სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავასთან შეხვედრას ითხოვდნენ.

მათი განცხადებით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ საზღვარგარეთ სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი გაცემულია, თუმცა სტუდენტებს სწავლის გაგრძელების უფლება არ ეძლევათ.

სწავლის გაგრძელების უფლება ასევე გაუუქმდა ოთხი ათასამდე სტუდენტს. ამ თემაზე კომენტარი მინისტრმაც გააკეთა:

“ჩვენ მინისტრის ბრძანებით დავადგინეთ, რომ რაღაც რაოდენობა დროის, უნდა გქონდეს იმ ქვეყანაში გატარებული, ანუ ფაქტიურად კონტროლი შემოვიღეთ, რომ მართლა სწავლობდა ეს ადამიანი იმ ქვეყანაში თუ არა. უმეტეს შემთხვევაში, ამ ბავშვების შემთხვევაში აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ ყოფილან ან ყოფილან ძალიან ცოტა ხნით“ – განაცხადა ჯეჯელავამ.

იტვირთბა....