თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი პარტია „ქართული ოცნების“ ახალი სახეების ნაწილს სოციალური ქსელით მიმართავს:
„თამარ ჩუგოშვილი, სოფო ჯაფარიძე, არჩილ თალაკვაძე, ნინო გოგუაძე, სოფო ქაცარავა, სადაც უნდა იყოთ თქვენი წარმატება მუდამ გამიხარდება. welcome to hell („კეთილი იყოს თქვენი მობრაძანება, ჯოჯოხეთში“- რედ. შენიშვნა) .“ – წერს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერმა პარტიის საარჩევნო სიისთვის 15 პირი წარადგინა.