ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

იანვარ-ივნისში ექსპორტი 12%-ით შემცირდა, იმპორტი კი 30%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 5705 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20 პროცენტით მეტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 948 მლნ. აშშ დოლარი იყო (12%-ით ნაკლები), ხოლო იმპორტი 4757 მლნ. აშშ დოლარი (30%-ით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ივნისში 3809 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 67 პროცენტი შეადგინა.

იტვირთბა....