საგურამოში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წარდგენასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლები იკრიბებიან.
როგორც „მეტრონომის“ კორესპონდენტი იუწყება, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სიაში 8 კაცი და 8 ქალი იქნება, სხვადასხვა სფეროს წარმატებული წარმომადგნელები.
სიას პრემიერ-მინისტრი და პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი წარადგენს.