ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

თინა ხიდაშელი: „მაგდა პაპიძე სირცხვილის ბოძზე გავაკარით, ასჯერ ვესროლეთ, ათასჯერ ჩამოვახრჩეთ…“

თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი, ფონიჭალაში მომხდარ საზარელ მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

 

„გუშინ ყურები დააჭრა და მთელი დღე ვერ მოვიშორე ეს დარდი, დღეს ყელი გამოჭრაო.

არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა.

ამ სიბნელეს, ძალადობის და სისასტიკის დემონსტრირების მზარდ გამოვლინებებს რა ეშველება.

ყველას ყველაფერი უკან დაგვრჩება, ეს თუ ვერ გავაჩერეთ!

მაგდა პაპიძე სირცხვილის ბოძზე გავაკარით, ასჯერ ვესროლეთ, ათასჯერ ჩამოვახრჩეთ, ლინჩის წესით გავასამართლეთ სრულიად ქვეყანამ. მე მის დაცვას არც ვაპირებ არც ვიკადრებ, მაგრამ ამ ერთი წლის განმავლობაში მოკლული, დასახიჩრებული, ყელგამოჭრილი და ნაწამები ცოლების მკვლელების სახელები მაინც თუ გახსოვთ ვინმეს?

ასე ვერ შევდგებით ვერც საზოგადოებად და ვერც სახელმწიფოდ“-წერს თინა ხიდაშელი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ფონიჭალაში, 20 წლის ცოლის მკვლელობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს.

იტვირთბა....