ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში მაგდა პაპიძესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:
„როგორც ჩანს მეგობრების ნაწილი გავანაწყენე, როცა დავწერე რომ მაგდა პაპიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის მჯერა და უნდა ავხსნა რაღაც.
იმიტომ არ მჯერა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება ნიშნავს ჭეშმარიტებას. სულაც არა მეგობრებო. პროკურატურის მტკიცებულებებია სამკარისი და მაგდას აბსურდული ჩვენებები საეჭვო.
გოგო წინა დღეს ყიდულობს უროს. ამ უროზე კი მისი ანაბეჭდების არსებობას შემდეგნაირად ხსნის. ჩვენებაში წერს, რომ მისი ოჯახის წევრები რომ ნახა, აღსანიშნავია რომ მისივე თქმით ამ ოჯახის წევრებს მთელი საღამო ელოდა, გარეთ გაიყვანა, შუქზე რომ ენახა
რა ჭირდათ და თან ნაგავაში გააყოლა ურო, რომელიც კედელზე იყო მიყუდებული. ანუ, ნახულობ შვილი მკვდარია თუ ცოცხალი და თან ადამიანს გაქვს იმის თავი ურო გადააგდო?
ამ ზღაპრის რატომ გჯერათ? და რა აკვიატებაა ეს?! ამოვიჩემეთ რომ მაგდა ვერ ჩაიდენდა ამ დანაშაულს. ვინ არის მკვლელი მაშინ?! ველოდები თქვენს ვერსიას. ვინ მოკლა მისი ქმარ-შვილი და ქმრის სისხლი როგორ აღმოჩნდა ოთახში, სადაც მაგდას ეძინა!
“უდანაშაულო გოგოს როგორ იმეტებთ”, აი ამას რომ მომწერთ, გაიხსენეთ უდანაშაულო ბავშვი, რომელსაც არსებობის უფლება ღმერთმა მისცა და ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ასევე ჰქონდა უფლება ეცოცხლა. შორს წამიყვანს ეს პოსტი და ამიტომ კითხვას დავუბრუნდები, მიპასუხეთ, ვინ მოკლა ბავშვი და მამა. ველი პასუხს“. – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ ქმრისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულ მაგდა პაპიძეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.