ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურა: გუკა რჩეულიშვილი არ ჩაგვბარებია, დავაკავეთ…

გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველებს არა თავად ჩაბარდა, არამედ ის დააკავეს, – ამის შესახებ პროკურატურიდან „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, რომ გუკა რჩეულიშვილი თავად ჩაბარდა:

“ის სამართალდამცველებმა საცხოვრებელ სახლთან დააკავეს. სამართალდამცველებს ნამდვილად არ ჩაბარებია, როგორც ვრცელდებოდა ინფორმაცია და ამ ეტაპზე ის გადაყვანილია შესაბამის დაწესებულებაში”, – ამბობს პროკურატურის პრესსამსახურის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ „ცენტრ პოინტის“ საქმეზე სასამართლომ ოთხივე ბრალდებულს, „ცენტრ პოინტ აჭარის“ დირექტორ ირაკლი მინდელს, გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს, მაია და გურამ რჩეულიშვილებს, გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....