გუშინ გაუჩინარებულ 15 წლის მოზარდს თბილისის ზღვაში დღეს დილიდან ისევ ეძებენ.
მოზარდი თბილისის ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ახლობლების განმარტებით, მან ცურვა არ იცოდა კარგად, რის გამოც ალბათ ვერ მოახერხა ნაპირზე გამოსვლა. მისი გადარჩენა მეგობრებმა ვერ მოახერხეს. მოზარდს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.