https://www.youtube.com/watch?v=0BahWo02ztM
„ცენტრ პოინტის“ გენერალური დირექტორი, ძებნილი გუკა რჩეულიშვილი სამართალდამცველებმა საკუთარ სახლთან დააკავეს. დაკავების კადრები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გადაიღო. დაპატიმრების დროს გუკა რჩეულიშვილთან ერთად მისი მეუღლე ლელა კილაძე და მსახიობი მიშა მესხი იმყოფებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ცენტრ-პოინტის” საქმეზე ბრალდებულებს – გურამ რჩეულიშვილს, მაია რჩეულიშვილს, ირაკლი მინდელს და სალომე ჩარკვიანს აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მაია რჩეულიშვილი მოსამართლის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ დარბაზშივე დააკავეს.
სასამართლო გადაწყვეტილებიდან დაახლოებით 1 საათში გუკა რჩეულიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებდა, რომ სამართალდამცველებს ჩაბარდებოდა.