დღეს, 10 ივლისს, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინისა და მოლდოვის ბლოკში გაწევრიანების მოლაპარაკებების ფარგლებში მომდევნო, რიგით მე-6, კლასტერის გახსნას მხარი დაუჭირეს.
ევროპის საკითხებში ირლანდიის მინისტრის, თომას ბირნეს ცნობით, უკრაინისა და მოლდოვისთვის მეექვსე კლასტერის გახსნას მხარი ყველა სახელმწიფომ დაუჭირა.
წევრი ქვეყნების ელჩების მიერ შეთანხმების მიღწევის შემდეგ, უკრაინისა და მოლდოვისთვის კლასტერების გახსნა ოფიციალურად 14 ივლისს მოხდება: “ევროკავშირის გაფართოების სუპერ სამშაბათი გველოდება!” – წერს ბირნე X-ზე.
ამას გარდა, ელჩები შეთანხმდნენ მონტენეგროსთვის მე-8 და 29-ე თავების, ხოლო ალბანეთისთვის 25-ე, 26-ე და 30-ე თავების დახურვაზე.
ცნობისთვის, EU-ში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას ევროკავშირის ყველა წევრმა სახელმწიფომ მწვანე შუქი ივნისის დასაწყისში აუნთო, მას შემდეგ, რაც კიევმა ეთნიკურად უნგრელი უმცირესობების უფლებების შესახებ ბუდაპეშტთან შეთანხმებას მიაღწია.
უნგრეთის პრემიერმინისტრის, პეტერ მადიარის წინამორბედი, ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხრივ პროგრესს წლების განმავლობაში ბლოკავდა და ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ უკრაინის მთავრობისგან 11 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდა.
ევროკომისიამ ევროკავშირში უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია 2024 წლის 7 ივნისს გასცა.

