ახალი ამბები მთავარი სამართალი

გუკა რჩეულიშვილი დაკავებულია

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლთან დააკავეს, უწყება არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ რომ გუკა რჩეულიშვილი თავისით ჩაბარდა.

რჩეულიშვილი სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დააკავეს. დაკავებამდე რჩეულიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც აცხადებდა, რომ ის გამოძიებას ჩაბარდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. თეთრი მაგნოლიას საქმეზე, კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა და „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

იტვირთბა....