ახალი ამბები ვიდეო მთავარი სამართალი

გუკა რჩეულიშვილი: “საღოლ, დედაჩემი რომ დაიჭირეთ” (ვიდეო)

https://www.youtube.com/watch?v=ccvzfhEducE

შპს „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გუკა რჩეულიშვილი, რომელსაც ე.წ. თეთრი მაგნოლიას საქმეზე ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი, სოციალურ ქსელში საგანგებო ვიდეოს საშუალებით აცხადებს რომ გამოძიებას ჩაბარდება.

რჩეულიშვილი ვიდეოში აცხადებს, რომ „ცენტრ პოინტთან“ დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების უკან პოლიტიკური მოტივები იკვეთება. ის სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას არასწორს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ე.წ. თეთრი მაგნოლიას საქმეზე, კომპანია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დამფუძნებელი მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს.

საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ოთხივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესს გურამ რჩეულიშვილი არ დასწრებია, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად აქვს წარდგენილი.

იტვირთბა....