ახალი ამბები მთავარი სამართალი

მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

ე.წ. თეთრი მაგნოლიას საქმეზე მაია რჩეულიშვილი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ”ცენტრ პოინტის” საქმეზე ოთხივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მთავარი პროკურატურა “ცენტრ პოინტის” საქმეზე ოთხივე ბრალდებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

სასამართლო პროცესს არ დასწრებია გუკა რჩეულიშვილი, რომელიც დაუსწრებლად არის პასუხისგებაში მიცემული.

 

 

იტვირთბა....