ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხიდაშელის შემცვლელად ირაკლი სესიაშვილი და კობა კობალაძე მოიაზრებიან

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის პოსტზე მოიაზრება ვეტერანთა დეპარტამენტის თავმჯდომარე კობა კობალაძე და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი.

როგორც კობალაძე ჟურნალისტებთან აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით შემოთავაზება არ ყოფილა. ირაკლი სესიაშვილი კი ამ საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს.

რაც შეეხება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, პაატა ზაქარეიშვილის თქმით, მის შემცვლელად, სავარაუდოდ მისი პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი დაინიშნება.

თავდაცვის და შერიგების მინისტრები საქართველოს პრემიერმა უნდა დაამტკიცოს.

ვინ არის კობა კობალაძე?

კობალაძე კობა თენგიზის-ძე დაიბადა 1969 წლის 7 ივლისს, ქ.თბილისში

 

განათლება:

1986 წელს დაამთავრა ქ.თბილისის მე-12 საშუალო სკოლა.

1987-89 წლებში სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხადა შორეული-აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის საჰაერო-სადესანტო ნაწილში.

1990 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1999 წელს.

1994-1996 წლებში წარჩინებით დაამთავრა ქ.რიაზანის უმაღლესი საჰაერო-სადესანტო სასწავლებელი სამხედრო სპეციალობით (სადესანტო-სადივერსიო ქვეგანაყოფების მომზადება-გამოყენება). სამოქალაქო სპეციალობით: (მუხლუხოვანი და ბორბლებიანი ტექნიკის ინჟინერი).

1996-1999 წლებში ქ. მოსკოვში წარჩინებით დაამთავრა ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია. სპეციალობით (შენაერთების სამხედრო-ადმინისტრაციული მართვა და ოპერატიული ხელოვნება).

2001 წლის 26 თებერვლიდან გაიგზავნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გენერალური შტაბის აკადემიაში რომელიც დაამთავრა 2001 წლის 27 ივლისს, სპეციალობით: (სახელმწიფოებრივი აღმშენებლობა, სამხედრო სტრატეგია და ოპერატიული ხელოვნება)

2002 წლის მაისში გაიგზავნა ქ.გარმიშში (გერმანია) ჯ.მარშალის სახ.სტრატეგიის ცენტრში დაგეგმილ უმაღლეს აღმასრულებელ კურსზე სადაც გაიარა სრული კურსი თემით: (მსოფლიო გლობალიზაცის საკითხები და ევრო ატლანტიკური სივრცის ინტეგრაცია აღმოსავლეთის სივრცეში).

2002 წლის თებერვალში ამერიკის შეერთებული შტატების ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდლის მიწვევით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკაში, მათთან ერთად იქნა შემუშავებული საქართველოს გვარდიის რეორგანიზაციის უახლოესი და პერსპექტიული გეგმები. მიენიჭა ჯორჯიის შტატის (ამერიკა) საპატიო გვარდიელის წოდება. A

2002 წელს თურქეთის სპეც-დანიშნულების სარდლის მიერ მიწვეული იყო თურქეთის რესპუბლიკაში სადაც გაეცნო მათ სტრუქტურას და მოქმედების სპეციფიკას.

2003 წლის მაისში კვლავ იყო გაზავნილი აღნიშნულ ჯ.მარშალის სახ. ცენტრში სადაც გაიარა სრული კურსი თემით: (მსოფლიო ტერორიზმის განვითარების საფრთხე, მასთან ბრძოლის აუცილებლობა და მეთოდები).

2003 წლის ნოემბერში დაამთავრა ქ.სანრემოში (იტალია) სამხედრო კონფლიქტოლოგიის საერთაშორისო სამართლის კურსი.

 

სამსახური:

1986 წელს მუშაობა დაიწყო კიროვის სახ. ჩარხ-მშენებელ ქარხანაში.

1987-89წ. სავალდებულო სამხედრო სამსახური:

1990 წლიდან აქტიურად ერთვება საქართველოს ეროვნული შეიარაღებული ძალების შექმნა-ჩამოყალიბების პროცესში.

1991 წლიდან-1994 წლამდე მსახურობდა შემდეგ თანამდებობებზე: ეროვნული გვარდიის პირველი მოტომსროლელი ბრიგადის ოცეულის მეთაურად, ამავე ბრიგადის სადაზვერვო ასეულის მეთაურად, ბრიგადის დაზვერვის უფროსი, იყო (შავნაბადის) სახელობის დაზვერვის ბატალიონის ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი და მეთაური. მე-11 მმ ბრიგადის მეთაურის მოადგილე საბრძოლო მომზადების დარგში, (ამ დროს უკავშირდება ყველა ცალკეული საბრძოლო ნაწილების გაერთიანება აღნიშნული ბრიგადის შემადგენლობაში.) მე-11 მმ ბრიგადის მეთაური.

1991-1994 წლებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. კერძოდ (სამაჩაბლოსა და აფხაზეთში).

1992 წლის აპრილში დაინიშნა, ქ.ფოთის კომენდანტად (ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით). სადაც მიუხედავად სახელმწიფოში არსებული მძიმე კრიმინოგენული ვითარებისა, მოახერხა წესრიგის შენარჩუნება და გამტკიცება.

1992 წლის 13 აგვისტოს წარმატებით ხელმძღვანელობდა საქართველოს ისტორიაში პირველი, საზღვაო დესანტის გადასხმას ლესელიძე-განთიადი-გაგრის მიმართულებით. დაჭრის მიუხედავად შესძლო მძიმედ დაჭრილი რიგითის გადარჩენა, საბრძოლო ოპერაცია იყო წარმატებული (მსხვერპლი მცირედი).

1993 წლის 16 მარტს ხელმძღვანელობდა ქ. სოხუმში (გუმისთაზე) ჩატარებულ წარმატებულ თავდაცვით ოპერაციას რომლის შედეგადაც სეპარატისტების მხრიდან ქ.სოხუმზე განხორციელებულმა გენერალურმა შეტევამ კრახი განიცადა.

1993 წლის 2 ივლისს იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი ტამიშთან (აფხაზეთი) გადმოსხმული რუსებისა და სეპარატისტების ერთობლივი დესანტის განადგურებისა, ხოლო ბრიგადის მეთაურის დაჭრის შემდეგ ბრიგადის ხელმძღვანელობა აიღო თავის თავზე.

1999 წელს სწავლის დამთავრების შემდეგ, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა დასავლეთის ოპერატიული მიმართულების უფროსად, დისლოკაციის ადგილი ქ.ქუთაისი.

1999 წლის დეკემბერში მიწვეული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც გაეცნო სამხედრო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების ქვეგანაყოფების მომზადება-მოქმედების სპეციფიკას.

2000 წლის ნოემბრიდან დაევალა სახმელეთო ჯარების შტაბის შექმნა-ჩამოყალიბება 29 ნოემბრიდან ინიშნება სახმელეთო ჯარების სარდლად.

2001 წლის 7 აგვისტოს პრეზიდენტის განკარგულებით დაინიშნა საქართველოს ეროვნული გვარდიის სარდლად.

2001 წლის ოქტომბერში თავდაცვის მინისტრის განკარგულებით მივლინებული იქნა კოდორის ხეობაში და დაევალა ოპერატიული მიმართულება (კოდორის ხეობის) უფროსის დროებით მოვალეობის შესრულება.უშუალოდ ხელმძღვანელობდა ხეობის დაცვის გეგმის შედგენას, ადგილობრივი სამობილიზაციო რესურსის საბრძოლო მომზადებას. მისი ხელმძღვანელობით მოხდა, კოდორის ხეობაში მოულოდნელად დესანტირებული, რუსეთის სადესნტო (გაძლიერებული) ასეულის ალყაში მოქცევა, ლოკალიზება და იძულება იმისა, რომ სასწრაფოდ დაეტოვებინათ აღნიშნული ტერიტორია შეთავაზებული კორიდორით.

2002 წლის მეორე ნახევარში თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნა სწავლება (კახეთი 2002)-ს ხელმძღვანელად ამ სწავლებებში მონაწილეობდნენ შეიარაღებული ძალების ნაირსახეობები კერძოდ: (სახმელეთო, საზღვაო ქვეითები, არტილერია, საჰაერო, საინჟინრო, სპეცდანიშნულებისა და ეროვნული გვარდიის ძალები). სწავლებები გამართა, პანკისის ხეობის, თიანეთის, ფშავ-ხევსურეთისა და რუსეთ-საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრის მთლიან პერიმეტრზე. დასახული ამოცანები და მიზნები სრულად იქნა შესრულებული.

2004 წელს, თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დაინიშნა პრეზიდენტის ინოგურაციისადმი მიძღვნილი სამხედრო აღლუმის მომზადების უფროსად. აღლუმის მომზადების პროცესში, პრეზიდენტის განკარგულებით გაიგზავნა ქ.ბათუმში, ანალოგიური აღლუმის მოსამზადებლად. დაკისრებული ამოცანის შესრულების ხარისხიდან გამომდინარე, დაიმსახურა პრეზიდენტის მადლობა.

2004 წელს პატაკით გადადგობის შესახებ მიმართა ქვეყნის ახლადარჩეულ უმაღლეს მთავარსარდალს.

2008 წლის 9 აგვისტოს შ/ძ დაბრუნების პატაკით მიმართა უმაღლეს მთავარსარდალს. თხოვნა არ იქნა დაკმაყოფილებული. 2008 წელს აქტიურად იღებდა მონაწილეობას ლიახვის და ფრონის ხეობაში მოსახლეობის ევაკუაციის პროცესებში.

2008 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს გენერალთა კლუბი” ორგანიზაციის დაფუძნების მიზანი იყო იმ ინტელექტუალური და პრაქტიკული ბაზის შენარჩუნება რაც წლების განმავლობაში დაგროვდა ქვეყანაში. არის აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარე.

2009 წელს უმაღლესი მთავარსარდლის უშუალო განკარგულებით იქნა დაკავებული “ამბოხისა და ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელი პირების ლიკვიდაციის ორგანიზების” ბრალდებით

2010 წელს სასამართლოს მიერ “ფაქტობრივი მტკიცებულებების არ არსებობის გამო” გამართლებული იქნა აღნიშნულ ბრალდებაში და გაანთავისუფლეს.

2011 წლიდან აქტიურად ერთვება კოალიცია “ქართული ოცნების” მხარდამჭერ აქციებში.

2012 წლიდან ჩაირიცხა დოქტორანტურაში ევრო-კავკასიური უნივერსიტეტი.

 

2013 წელს არასამთავრობო ორგანიზაციამ “საქართველოს გენერალთა კლუბი” მოიპოვა Uუსაიდი_ს გრანტი “1992-1993, 2008 წლების ომის ვეტერანთა გამოკითხვა მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ” რომელიც წარმატებით შეასრულეს.

 

 

სპორტული თანრიგები;

 

სპორტის ოსტატი კრივში;

სპორტის ოსტატი ხელჩართულ ბრძოლაში.

საპარაშუტო სპეციალობის ინსტრუქტორი.

 

სამხედრო წოდებები:

1987წ. რიგითი;

1988წ. უმც-სერჟანტი; სერჟანტი; უფრ-სერჟანტი;

1989წ. ზემდეგი;

1990წ. ლეიტენანტი;

1991წ. უფროსი ლეიტენანტი;

1992წ. კაპიტანი;

1992წ. მაიორი;

1993წ. უფროსი მაიორი;

1993წ. პოლკოვნიკი;

2001წ. გენერალ-მაიორი;

 

 

 

სამეცნიერო ხარისხი;

 

არის სამეცნიერო თემის ავტორი (ბრიგადის საბრძოლო მოქმედებების წარმოება განსაკუთრებულ პირობებში).

Dდოქტორანტი ევრო-კავკასიურ უნივერსიტეტში სპეციალობა: “სახელმწიფო უსაფრთხოების და თავდაცვის კონცეფცია”.

 

ჯილდოები;

მედალი მხედრული მამაცობისათვის;

ვახტანგ გორგასლის ორდენი III ხარისხის;

საქართველოს პრეზიდენტის – სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით დასაჩუქრდა ესვდ_ს ტიპის სახელობითი (სნაიპერის შაშხანით).

დასაჩუქრებულია აპს-ის სისტემის სახელობითი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით.

 

ვახტანგ გორგასლის ორდენი II ხარისხის;

მედალი საბრძოლო დამსახურებისათვის;

ვახტანგ გორგასლის ორდენი I ხარისხის;

სამშობლოს ერთგულებისა და თავდადების I ხარისხის “ოქროს სამკერდე ნიშანი”

მიღებული აქვს საბრძოლო ჭრილობები

 

ოჯახური მდგომარეობა;

 

მეუღლე ქეთევან ჯაბახიძე ინგლისური ენის სპეციალისტი, იურისტი.

ხუთი შვილი: ზურაბი, თენგიზი, დავითი, თამარი და ნიკოლოზი.

რაც შეეხება ირაკლი სესიაშვილს:

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი 1995 წელს; ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის გერმანისტიკის ფაკულტეტი 1996 წელს; ბამბერგის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1997 წელს.

 

1995–1996წწ. იყო გერმანული ჟურნალ “Kaukasische Post”–ის რედაქტორი; 19980–2003წწ. ჟურნალ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის რედაქტორი; 1995–2003წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის ლექტორი. 2004 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სამხედრო მომსახურეთა უფლებების დამცველი.

 

არის ავტორი წიგნებისა: “ქართული ჯარი კანონსა და სინამდვილეს შორის”(2001), “წვევამდელთა უფლებები”(1998), “ჯარისკაცთა უფლებები”(1999), “ოფიცერთა უფლებები”(2000), “ჯარი და დემოკრატია”(2006), “სამხედრო მომსახურეთა უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებანი ეუთოს ქვეყნებში”(2008).

 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის გამგეობა, წევრი (2008-)

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-)

საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, თავმჯდომარე (2012-)

შეგახსენებთ, რომ დღეს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებმა საარჩევნო სია წარადგინეს,ს ადაც გამოაცხადეს, რომ პარტიის წევრები, თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ.

იტვირთბა....