სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არ იქნება, – ინფორმაცია თავად კახიშვილმა დაადასტურა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, ხვალ გახდება ცნობილი, თუ ვინ ჩაერთვება საარჩევნო პროცესში:
„მე არ ვიქნები სიაში. ვიცი, რომ ხვალ იქნება პრეზენტაცია და გახდება ცნობილი ნაწილი იმ ადამიანებისა, ვინც ჩაერთვება საარჩევნო პროცესში და შემდეგ იქნება მაჟორიტარების პრეზენტაცია“, – განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება“ ხვალ საარჩევნო სიას წარადგენს.