რამდენიმე წუთის წინ საქართველოში თითქმის 5-ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა.
სეისმური ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქალაქ დმანისთან ახლოს მდებარეობდა, თბილისიდან 53 კილომეტრში. მიწისძვრის სიძლიერე (ბალი) 4,8 მაგნიტუდას შეადგენდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოყოლია.
ცნობისთვის, დმანისი მდებარეობს ვულკანურ პლატოზე, მდინარე მაშავერის ორივე ნაპირზე.