ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ძველი სახეები საარჩევნო სიაში: ვის აბრუნებს პოლიტიკაში „ოცნება“

 

“ქართული ოცნება” საარჩევნო სიის პრეზენტაციისთვის ემზადება. პარტიის 20-მდე ახალ სახეს ხვალ საგურამოში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში წარადგენენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად “ქართული ოცნების” სიაში იქნება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც შესაძლოა მაჟორიტარობის კანდიდატი გახდეს, “ოცნების” მხრიდან მთაწმინდის რაიონში.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მმართველი პარტიის სიის ათეულში ადგილი შესთავაზონ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს კობა ნარჩემაშვილს. ასევე სიაში შესაძლოა მოხვდეს შევარდნაძის მთავრობის ქონების მართვის მინისტრი სოლომონ პავლიაშვილი.

იტვირთბა....