ახალი ამბები მთავარი სამართალი

„ქალის ხელი ურევია… დანით არის დაჩეხილი“: ფონიჭალის საზარელ, ორმაგ მკვლელობაზე გამოძიება მიდის

 

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედია, სადაც დედას ყელი გამოჭრეს, ხოლო მცირეწლოვანი ქალიშვილი დაწვეს, ამ ეტაპზე კვლავ გამოუძიებელია.

როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუმარტეს, საქმეზე ინტენსიური გამოძიება არ წყდება.

მოკლული ნინა რომანაძის მეუღლემ, ოთარ მამფორიამ „მეტრონომთან“ აღნიშნა, რომ საზარელი საქმის შესახებ ახალ დეტალებს არ ფლობს. მოკლულის ნათესავმაც იგივე დაადასტურა „მეტრონომთან“ საუბრისას: „ვიცით რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა სიახლე არაფერი არ არის“.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ „პრაიმტაიმი“ გახმაურებულ საქმეზე ერთ-ერთ ვერსიად წერდა:

„საქმე, ფონიჭალაში, მამფორიების მეზობლად მცხოვრებ ერთ-ერთ ოჯახს უკავშირდება.

გამოცემასთან საუბრისას, გარდაცვლილის დეიდაშვილი ამბობს, რომ ზემოთ ხსენებულმა ქალბატონმა მკვლელობიდან მესამე დღეს ქვეყანა ოჯახთან ერთად დატოვა.

„ამ ქალბატონს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და ოჯახთან ერთად გერმანიაში ლტოლვილად ჩაბარებას გეგმავდა. მან ნონას რამდენჯერმე სთხოვა 1500 დოლარი, თუმცა ნონამ ყველა ჯერზე უარით გაისატუმრა. წინა დღეებში ამ ქალმა სახლიდან ტანსაცმელი გამოატანა, მე მაინც მივდივარ და გადაყრას მირჩევნია, შენ გაჩუქოო. თუ კვალი ამ ადამიანთან მიდის, შესაძლოა, მან ტანსაცმელი იქვე, ბინაში გამოიცვალა. საინტერესოა, რომ ამ ქალმაც და მისმა ოჯახმაც მკვლელობიდან მესამე დღეს ქვეყანა დატოვეს“, – ყვება რომანაძის დეიდაშვილი.

ერთ-ერთი ინფორმაციით, გამოძიებამ აღნიშნული პიროვნება ქვეყნის დატოვებამდე დაჰკითხა, თუმცა მისი ბრალეულობის დამადასტურებელი ვერაფერი იპოვა.

„ჩემი აზრით, ქალის ხელი ურევია, რადგან ძალიან ნაწვალებია. ჯერ ვაზა აქვს ჩარტყმული, მერე დანით არის დაჩეხილი. კაცი გაცილებით მარტივად მოახერხებდა ამ ყველაფერს. ხელს არავის ვადებ, მაგრამ ძალიან საეჭვოდ ემთხვევა ეს ყველაფერი. ტანსაცმლის ჩუქება, ფულის თხოვნა. ამბობენ ფსიქოლოგიურად ვერ იყო კარგადო“, – აცხადებდა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში გარდაცვლილის დეიდაშვილი.

 

 

იტვირთბა....