პროკურატურის საპასუხო სარჩელისთვის ემზადებიან რჩეულიშვილები. მაია რჩეულიშვილის განცხადებით, პროკურატურა ბათუმის თეთრი მაგნოლიას მოსახლეობაზე ზეწოლას ახდენდა და ასე იღებდა მათგან რჩეულიშვილბის საწინააღმდეგო ჩვენებებს.
“ცენტრ პოინტის” დამფუძნებლები მიმდინარე საქმეს კიდევ ერთხელ უწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებულს და მისი დაჩქარებული ტემპებით მიმდინარეობაზე აკეთებენ აქცენტს. რჩეულიშვილები მართულს უწოდებენ იმ აქციებსაც, რომელიც მათი სამშენებლო კომპანიის წინააღმდეგ ტარდება.
მაია რჩეულიშვილი არ გამორიცხავს, რომ მას აღმკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოზე პატიმრობა შეუფარდონ.
“აბსოლუტურად თვითკმარია “ცენტრ პოინტი”. აი ეს წივილ-კივილი რაც ხდება, ეს არის რასაკვირველია, მართული აქციები, რადგან ისეთი პლაკატები უჭირავთ ხელში, იმის ფული, რომ შემოიტანონ, ჩვენთან სახლები დამთავრდება. იმათ უნდათ გუკა დაიჭირონ და მე გუკათი მევაჭრონ. დაგეგმილი მაქვს, რომ პროკურატურას ვუჩივლო იმიტომ, რომ თვითონ შენ შექმნა 500 არა დაზარალებული და 500 დაზარალებული ჩემს წინააღმდეგ, რომ შენ გაიმართლო შენი ქმედება, ეს არის დანაშაული“ .- განაცხადა კომპანია ცენტრ პოინტ ჯგუფის დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა.
“მეტრონომი” მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხზე განმარტება მოგვიანებით გაკეთდება.