ახალი ამბები მთავარი სამართალი

შაქრო კალაშოვი დააკავეს

ე.წ. კანონიერი ქურდი შაქრო კალაშოვი მოსკოვში დააკავეს, -ინფორმაციას  INTERFAX ავრცელებს.

კალაშოვი  ერთ-ერთ რესტორანთან მომხდარი დაპირისპირების დროს ორი ადამიანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. კერძოდ კი, INTERFAX-ის ინფორმაციით, ე.წ. კანონიერმა ქურდმა  რესტორნის მფლობელს დიდი რაოდენობით ფული გამოსძალა, რის გამოც 2015 წლის 14 დეკემბერს, რესტორნის ტერიტორიაზე ორი დაჯგუფება ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღით დაუპირისპირდა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველო კალაშოვის გადმოცემას ითხოვდა, რადგან საქართველოში კალაშოვს მკვლელობის ბრალდებით, დაუსწრებლად 18-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

იტვირთბა....