ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის შვიდ რაიონს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება

 

თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. “თელასის” ცნობით, შეზღუდვა შეეხება კრწანისის, მთაწმინდის, სამგორის, ნაძალადევის, საბურთალოს, ვაკის და გლდანის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

კრწანისის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, ფონიჭალის დასახლების, ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელ ჭალის, სოფელ ფონიჭალის, სვანების დასახლების, წმინდა ბარბარეს უბნის, ქვემო მელითონეთა დასახლების, რუსთავის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ქინძმარაულის, ჟორდანიას, ღოღობერიძის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ვასო აბაშიძის, თაბუკაშვილის და ლადო ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, ბუაჩიძის, გუდამაყრის, რომელაშვილის და ნიშნიანიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: 26 მაისის მოედნის და კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს. ხოლო 12 საათიდან 14 საათამდე – უნივერსიტეტის, ლორთქიფანიძის და თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, გლდანი-მუხიანის გადასასვლელის, გრიგოლ ხანძთელის, ანდრონიკაშვილის, ზაჰესის, სხვიტორის, რევოლუციის, ბარისახოს, უწერის, ტრაპაიძის, ულიანოვის, ლიბანის, ჭრებალოს, ვარდევანის, ყუშიტაშვილის, ხეჩუაშვილის, გაგრის, ჯანჯღავას, კაჭარავას, იპოლიტოვ-ივანოვის, სარაჯიშვილის, შენგელიას, გობრონიძის, ახმეტელის, შუშის, ბაღნარის, მანაგაძის, სკოლის, ბიჭვინთის და ჩიქვანაიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....