ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

მეორე ქალი ტეტჩერის შემდეგ: ვინ გახდება ბრიტანეთის მომდევნო პრემიერი

ტერესა მეი პრემიერმინისტრობის ერთადერთი კანდიდატია მას შემდეგ, რაც დღეს მისი კონკურენტი ანდრეა ლისდომი მარათონს გამოეთიშა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია მოქმედი პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი როდის დატოვებს პოსტს. ტერესა მეი სწორედ ამის შემდგომ გახდება დიდი ბრიტანეთის მეორე ქალი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერის შემდეგ.

59 წლის მეი ბრექსიტის აქტიური მხარდამჭერია და ხელისუფლებაში მოსვლისთათავე ევროკავშირიდან გამოსვლის საკითხის მოგვარებას გეგმავს.

 

იტვირთბა....