სირიაში კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა. ბექა ტოხოსაშვილი “ისლამური სახელმწიფოს” რიგებში 2 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის შეტაკებების დროს დაიღუპა.
ტოხოსაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრია.
ინფორმაციას გარდაცვალების შესახებ ტოხოსაშვილის ოჯახის წევრები და პანკისში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ.