aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რესტორან „ბერმუხას“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რესტორან „ბერმუხას“ საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სააგენტოს ინფორმაციით, სპეციალისტებმა რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევის ფარგლებში, რესტორან „ბერმუხადან“ მზა კერძების ნიმუშები აიღეს და ლაბორატორიული კვლევისთვის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს.

კვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური პარამეტრების დარღვევა, კერძოდ, ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის (E.coli) ბაქტერიები. აღნიშნულთან დაკავშირებით, რესტორანში განხორციელდა არაგეგმური ინსპექტირება, გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო მზა კერძების საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა.

იტვირთბა....