რუსეთის მინისტრთა კაბინეტმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ოკუპირებულ აფხაზეთთან გაფორმებული შეთანხმება წარუდგინა.
დოკუმენტი გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებების შექმნას ითვალისწინებს და პრეზიდენტმა ის რატიფიცირებისთვის რუსეთის პარლამენტის ორივე პალატას უნდა წარუდგინოს.
შეთანხმება რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა შარშან ნოემბერში გააფორმეს.
რუსეთის მთავრობამ კი დღეს სპეციალური დადგენილება მიიღო და საკანონმდებლო ორგანოს მიერ დოკუმენტის რატიფიცირებას მხარი დაუჭირა.