ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

მაია რჩეულიშვილი: “ამ ყველაფერს პოლიტიკას ვუკავშირებ”

 

თბილისის პროკურატურაში „ცენტრ პოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მაია რჩეულიშვილის დაკითხვა დასრულდა. დაკითხვიდან გამოსულმა კი განაცხადა, რომ მას პროკურატურამ ბრალი წაუყენა ბათუმის საცხოვრებელ კომპლექს „მაგნოლიასთან“ დაკავშირებით. მისივე განცხადებით, ბრალს ფორმულირება ჯერ-ჯერობით ბოლომდე არ აქვს მიცემული.

“ბათუმის მაგნოლია“ არის შპს და მეუბნებიან, რომ იქიდან აღებულია რაღაც თანხები. ჩემივე შპს-დან რასაკვირველია თუ იყო მოგება აღებული იქნებოდა თანხები და რასაკვირველია იქნებოდა მოგებაც, იმიტომ რომ მე ვარ დამფუძნებელი. აქედან გამომდინარე, დღეს საღამოს გავეცნობი ამ ბრალს. ამ ყველაფერს კი ვუკავშირებ პოლიტიკას, რადგან პირდაპირ აკეთებენ განცხადებას, რომ მე ქრთამს ვაძლევდი მიხეილ სააკაშვილს. მე ვიბრძოლებ ბოლომდე”. – განაცხადა რჩეულიშვილმა.

მისი თქმით, არ იცის გამოცხადდება თუ არა პროკურატურაში გუკა რჩეულიშვილი, რადგან შვილთან კონტაქტი არ აქვს.

იტვირთბა....