ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში, ერთ-ერთ ოჯახში მომხდარ საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს. ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია.
დედასა და უფროს გოგონებს სავარაუდოდ თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია.
„მეტრონომის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, საქმე 109-ე, ანუ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული.