ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სპიკერ-მოსამართლე: რის საფუძველზე მიესაჯა მაგდა პაპიძეს უვადო პატიმრობა

რა იყო მაგდა პაპიძის მიმართ უვადო პატიმრობის მისჯის საფუძველი? „იმედის  დროში“ სპიკერ- მოსამართლე, ეკა არეშიძე განმარტავს:

„როცა განსაზღვრავ, სასჯელი მაქსიმალური თუ მინიმალური იყოს, აქ ძალიან ბევრ ფაქტორს აქვს მნიშვნელობა.

პირველ რიგში, საზოგადოებრივ საშიშროებას აქცევ ყურადღებას, დანაშაულის ჩადენის ხერხს, თვითონ ბრალდებულის პიროვნებას, აგრეთვე-მის წარსულს, პიროვნულ მახასიათებლებს, თუნდაც მის ოჯახურ მდგომარეობას, და ზოგადად, რამ მიიყვანა პირი დანაშაულის ჩადენამდე.“ – აცხადებს ეკა არეშიძე.

„იმედის დრო“ განმარტავს, რომ მშობლის მიერ შვილების მოკვლის სხვა შემთხვევებისგან პაპიძის საქმე გამორჩეულია, რადგან პაპიძემ ბრალი არ აღიარა, ასევე, ყველა სხვა შემთხვევაში, დანაშაულს ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები აფექტურ მდგომარეობაში ჩადიოდნენ.

პაპიძე ახლა ერთადერთი ქალი პატიმარია საქართველოში, უვადო პატიმრობით. მას შეწყალების მოთხოვნის უფლება 20 წლის შემდეგ მიენიჭება.

შეგახსენებთ, რომ მაგდა პაპიძეს მეუღლისა და 5 წლის შვილის განზრახ, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის გამო უვადო პატიმრობა მიესაჯა.

იტვირთბა....