„როიტერის“ ცნობით, უსამა ბინ ლადენის შვილის მუქარის შემცველი აუდიო შეტყობინება ინტერნეტში გავრცელდა.„ალ ქაიდას“ ყოფილი ლიდერის, ოსამა ბინ ლადენის შვილი აშშ-ს მამის მკვლელობისთვის შურისძიებით ემუქრება.
ჰამზა ბინ ლადენი პირობას დებს, რომ აშშ-თან და მის მოკავშირეებთან ბრძოლას ისლამისტებთან ერთად მსოფლიო მასშტაბით გააგრძელებს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენს წინააღმდეგ თქვენს ქვეყანაში და ასევე მთელს მსოფლიოში. ამას პალესტინელი, ავღანელი, სირიელი, ერაყელი, სომალელი და დანარჩენი მუსლიმი ხალხის ტანჯვისთვის საპასუხოდ გავაკეთებთ,“ – განაცხადა ჰამზა ბინ ლადენმა 21 წუთიან მიმართვაში. ვიდეო „ჩვენ ყველანი ოსამა ვართ“ არის დასათაურებული.