ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გუკა რჩეულიშვილი: „დამიჭირე, თუ შეძლებ“ – ჩამო, ისე დაგმალავ ინტერპოლი ვერ მოგძებნის

ოჯახი და პოლიცია გუკა რჩეულიშვილს ეძებს, თავად კი  ფეისბუქის პირად გვერდზე ცინიკურ პოსტს აქვეყნებს: ცნობილი ფილმის – Catch Me If You Can („დამიჭირე, თუ შეძლებ“) პოსტერს. ცნობისთვის,  ფილმი ფრენკ აბიგნეილის ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც წლების მანძილზე ახერხებდა დასხლტომოდა ფედერალური ბიუროს აგენტებს.

გუკა რჩეულიშვილის ამ პოსტს მისი მეგობრების კომენტარები მოჰყვა:

“გუკა ღმერთმა გაგაძლიეროს და ძალა მოგცეს!”, “გუკი გამაგრდი ჩემი ძმა, ფრთხილად იყავი”; “ჩამოდი ესტლანდში, ისე დაგმალავ ინტერპოლი ვერ მოგძებნის” – წერენ მეგობრები გუკა  რჩეულიშვილს.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ „ცენტრ პოინტის“ თანამშრომლები დააკავა. გუკა რჩეუიშვილის მიმართ სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

იტვირთბა....