რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა თბილისის პროკურატურაში ცენტრ პოინტ აჭარის დირექტორის ირაკლი მინდელის დაკითხვა. ის უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
კიდევ ერთი დაკავებული – გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი კი სამართალდამცველებს თბილისში ბათუმიდან ამ წუთებში გადმოყავთ.
რაც შეეხება გუკა რჩეულიშვილს, რომლის დაკავების შესახებ დადგენილება მოსამართლემ მიიღო, – პოლიციას ჯერ კიდევ არ დაუპატიმრებია.
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე ეხება ბათუმში არსებულ კომპლექს თეთრ მაგნოლიას და დაკავებულთა მიერ თანხების უკანონო მითვისებას.