„5 წლის შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედა ნაციხარი ყოფილა. თავის დროზე მაგდას მამაც მოკლეს და ეს სწორედ დედამისს ბრალდება“,- ამის შესახებ გაზეთ „პრაიმტაიმს“ 19 დეკემბერს მოკლული ომარ ქაფიაშვილის ბიძამ უამბო.
გამოცემასთან მაგდა პაპიძესა და 19 დეკემბრის ღამეზე, ომარის ბიძის გარდა, მეზობლები და ნათესავებიც საურობენ. ისინი პაპიძეს კარგ დედად და დადებით პიროვნებად ახასიათებენ, თუმცა მის უცნაურ ხასიათზეც მიანიშნებენ. როგორც ისინი ყვებიან, არცერთ მეზობელთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, რადგან, მათი თქმით, მაგდასთან საერთო ენის გამონახვა რთული იყო.
გამოცემასთან საუბრისას ერთ-ერთი მეზობელი იმ საღამოს პაპიძის ქცევაში უცნაურ დეტალზეც ამახვილებს ყურადღებას.
„არასოდეს სხვისი ჭიქიდან წყალს არ სვამდა ხოლმე. ამ დროს კი, იმდენად შეშინებული იყო, რომ მეზობლის ჭიქა აიღო და წყალი დალია. მე ვფიქრობ, ომარი სახლიდან ჰყავს გასრიალებული. კედლებსა და დივანზე ისევ ამჩნევია სისხლის კვალი. ამ დროის განმავლობაში იტყუებოდა და ორი ცხედარი სახლში ესვენა. საკმაოდ ძლიერი გოგო იყო და ოთახიდან გათრევა არ გაუჭირდებოდა. ერთხელ ტრაბახობდა კიდეც, ომარმა 6 ბიჭი ვერ გააჩერა და მე მოვიგერიეო. ამასთანავე, შვილის ფოტოები არ უდევს ფეისბუქზე. მაგდა ყოველთვის ჩაკეტილი იყო. ძალიანაც რომ გდომებოდა, საერთო ენას ვერ გამონახავდი, ისეთი გოგო იყო“, -ყვება მეზობელი.
იტვირთბა....