“ნატო კიდევ ერთხელ ადასტურებს ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება”, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავის სამიტის ფარგლებში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ ვაღიარეთ ის პროგრესი, რომელსაც საქართველო აღწევს წევრობის გზაზე. ჩვენ ასევე მკაფიო პოზიცია გვიკავია იმასთან მიმართებაში, რომ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებებს. ჩვენ ასევე მტკიცე გზავნილით გამოვდივართ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მოვახდინეთ არსებით პაკეტში სხვადასხვა ელემენტების იმპლემენტაცია.
ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ დახმარებას. საქართველოს ვიზიტით ვესტუმრები შემოდგომაზე, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად და ეს იქნება კიდევ ერთი მაგალითი ნატო-ს ძლიერი მხარდაჭერისა საქართველოსადმი, მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი და რეფორმების გატარებისადმი წევრობის გზაზე“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა..