ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ლატვიას მიაჩნია, რომ საქართველოს გზა ნატო-სკენ შეუქცევადია“

საქართველოს გზა ნატო-სკენ შეუქცევადია – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა განაცხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კი ლატვიის საგარეო უწყების პრესსამსახურმა გაავრცელა.

“საქართველომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ბევრს მიაღწია და სხვა კანდიდატ ქვეყნებს მაგალითი აჩვენა. მნიშვნელოვანია დაწყებული რეფორმების გაგრძელება. მომავალი საპარლამენტო არჩევნები უნდა გახდეს საქართველოს დემოკრატიის სიმწიფის მორიგი მტიცებულება. მიგვაჩნია, რომ რეფორმების ეფექტიანობისკენ მიმართული საქართველოს ძალისხმევა იმსახურებს აღიარებას. ლატვიას მიაჩნია, რომ საქართველოს ნატო-სკენ გზა შეუქცევადია”, – განაცხადა ედგარს რინკევიჩსმა.

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, რინკევიჩსმა მონაწილეობა მიიღო ვარშავის სამიტის ფარგლებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში. როგორც საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნილი, სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები, დაამტკიცეს ანგარიში ნატო-საქართველოს ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელების შესახებ. სხდომის მონაწილეები მიესალმნენ საქართველოს მიღწევებს და განიხილეს  ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების გზები.

იტვირთბა....