ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„იურისტთა საერთაშორისო სახლი“ განათლების სამინისტროსთან აქციას გამართავს

„იურისტთა საერთაშორისო სახლი“, სტუდენტებთან ერთად, განათლების სამინისტროსთან აქციის გამართვას გეგმავს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქცია 11 ივლისს 11 საათზე გაიმართება.

როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, აქციის მონაწილეები აპროტესეტებენ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის #224/ნ -ში 2016 წლის 17 მაისს განხორციელებულ ცვლილებებს და მოითხოვენ განათლების და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრას აღნიშნული პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებისათვის.

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას, უფლება დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ შემოგვიერთდნენ აქციაზე და დაიცვან საქართველოს მოქალაქე სტუდენტების უფლებები, ასევე მოვუწოდებთ, შემოგვიერთდეს ის სტუდენტები, რომლებსაც აღნიშნული ცვლილებები შეეხოთ და მათ არ ეძლევათ სწავლის გაგძელების უფლება საქართველოში”- ნათქვამია იურისტთა საერთაშორისო სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იტვირთბა....