ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ჩვენ ვრჩებით ნატო-სთან ერთად ავღანეთში“.

ნატო-ს გადაწყვეტილებით,  ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისია 2016 წლის შემდეგაც გაგრძელდება. ამის შესახებ განცხადება ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ვარშავის სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და დასძინა, რომ “ავღანეთი მარტო არ დარჩება”.

პრესკონფერენციამდე ნატო-ს წევრი ქვეყნები და მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილე ალიანსის პარტნიორები ავღანეთის პრეზიდენტს შეხვდნენ და ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს.

ამ თემაზე კომენტარი თინა ხიდაშელმაც გააკეთა.

„მიუხედავად სკეპტიკოსების განცხადებია, ნატო-ს მისია ავღანეთში არ იცვლება, დღეს ყველა ქვეყანამ დაადასტურა საკუთარი მზადყოფნა და პასუხისმგებლობა 2020 წლამდე”- განაცხადა მან ვარშავაში.

მისივე თქმით, ქართული მხარის პოზიციაა, რომ „ჩვენ ვრჩებით ნატო-სთან ერთად ავღანეთში“.

იტვირთბა....