ახალი ამბები მთავარი სამართალი

ანაკლიაში ტურისტებს თავს დაესხნენ: ბავშვმა გონება დაკარგა

ანაკლიაში, სანაოუროზე ტურისტებს თავს დაესხნენ. ოჯახთან ერთად თურქეთიდან ჩამოსული მამაკაცისთვის ჩანთის წართმევა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რისთვისაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ინციდენტის დროს ოჯახის არასრულწლოვანმა წევრმა გონება დაკარგა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

თავდამსხმელები ხმაურის შემდეგ მიიმალნენ, მათ ჩანთის წართმევა ვერ მოახერხეს. დაზარალებულის თქმით, ჩანთაში მას თანხა და მობილური ტელეფონები ჰქონდა.

ბავშვიც და მამაკაციც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

იტვირთბა....