ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველო და უკრაინა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში აქტიურად ჩაერთვებიან”

“საქართველო და უკრაინა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში აქტიურად ჩაერთვებიან”, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

ვარშავაში, სადაც გუშინ ნატო-ს სამიტი გაიხსნა, მან  განმარტა, რომ  შავი ზღვის უსაფრთხოება აქტუალური ყირიმის ოკუპაციის შემდეგ გახდა.

„ნატო ახდენს ყურადღების ფოკუსირებას და კონცენტრაციას შავ ზღვაზე. პროცესი ფართოვდება იმ ქმედებებიდან გამომდინარე, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმში. ამ ვითარებაში ნატოს სურს დიალოგის გაფართოება და ამ დიალოგში ჩვენი პარტნიორების დაპატიჟება, იმ პარტნიორების, რომლებიც არიან შავ ზღვაზე და ზიანი მიადგათ. გვაქვს მსგავსი დიალოგი ბალტიის ზღვის ქვეყნებთან და მეგობრებთან – შვედეთთან და ფინეთთანაც… ჩვენი იდეაა, მსგავსი რამ გადმოვიტანოთ შავი ზღვის ქვეყნებთანაც, შეიძლება ზუსტად ანალოგიური არა, მაგრამ მაინც. იდეა იყო, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე საუბრის პროცესში უკრაინის და საქართველოს ჩართვის. ვფიქრობ, რომ ეს იქნება ახალი და რეგულარული დიალოგი. ყირიმის ანექსიამდე შავი ზღვა არ წარმოადგენდა ისეთ საკითხს, რომლითაც ალიანსის ყველა წევრი თანაბრად იყო დაინტერესებული. ფიქრობდნენ, რომ რეგულარული დიალოგი საჭირო არ იყო. ყირიმმა ეს მიდგომა შეცვალა“, – აღნიშნა აპატურაიმ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში.

იტვირთბა....