ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ვაშაძე წულუკიანს ვადას აძლევს და აქციების გამართვას არ გამორიცხავს

დეპუტატი გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრს მოუწოდებს და მოითხოვს, დღეს დღის ბოლომდე მოხდეს სამოქალაქო პლატფორმა “ახალი საქართველოს” დარეგისტრირება, რათა პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა შეძლოს.

იმ შემთხვევაში, თუ დღეს რეგისტრაცია არ დასრულდება, ვაშაძე საპროტესტო აქციების გამართვას არ გამორიცხავს.

“მიუხედავად იმისა, რომ სრულიად აბსურდულად შეაჩერეს რეგისტრაცია და მოგვთხოვეს დამატებითი ხელმოწერების წარდგენა, აბსოლუტურად კონსტრუქციულად ჩვენ მივიტანეთ ორჯერ მეტი ხელმოწერა, ვიდრე მათ მოგვთხოვეს. და დღეს, მთელი დღის განმავლობაში, ჩვენი წარმომადგენლები დგანან იუსტიციის სახლში და არანაირ პასუხს არ იღებენ საერთოდ ჩვენს რეგისტრაციასთან დაკავშირებით”. – აცხადებს ვაშაძე.

პარტიაში განმარტავენ, რომ რეგისტრაციის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროს 8 ივნისს მიმართეს და წარადგინეს ყველა საჭირო ინფორმაცია.

ვაშაძემ პრესკონფერენციაზე არ დააკონკრეტა, თუ რა ფორმით მიიღებს ახალი საქართველო 2016 წლის არჩევნებში მონაწილეობას. თუმცა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან, მათ შორის ახალ პოლიტიკურ ცენტრ – “გირჩთანაც”, მიმდინარეობს.

იტვირთბა....