ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის ნაწილს დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება

დღეს, თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება. თელასის ცნობით, შეზღუდვა შეეხება ისნის, სამგორის, საბურთალოს, მთაწმინდის და ნაძალადევის რაიონებს. კომპანია მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, ნავთლუღის და წერნაკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის და ვარკეთილი-3 III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლების, პიკასოს, ჟღენტის, ნუცუბიძის, ამაშუკელის და ძოწენიძის ქუჩების მაცხოვრებლებს. 10 საათიდან 15 საათამდე კი, შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას II კვარტლის, ნუცუბიძის და გამრეკელის ქუჩების მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, 09 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებს თელასი.

იტვირთბა....